logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა კიდევ უფრო ხალხზე ორიენტირებული გახდება
- +

13 სექტემბერი. 2016. 12:48



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელვაჩაურში, სადაც საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, განაცხადა, რომ მთავრობა კიდევ უფრო ხალხზე ორიენტირებული გახდება.



პრემიერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამომავლო გეგმებზე, ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.



მომავალი 4 წლის განმავლობაში დასრულდება ყველა ძირითადი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს იქნება სარფიდან სადახლომდე მიმავალი ავტობანი, ქუთაისის სამხრეთ საქართველოსთან და სვანეთთან დამაკავშირებელი გზები, მცხეთიდან ლარსის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების ავტობანი და ასევე, გომიდან - რაჭის, თბილისიდან - ლაგოდეხის მიმართულებით საქართველო დაიქსელება უმაღლესი ევროპული სტანდარტების გზებით; ასევე, აშენდება რეგიონული გზები. უახლოეს მომავალში დაიწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა. ბათუმიდან მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გზები იქნება სრულიად თანამედროვე სტანდარტის იმისთვის, რომ აჭარაში მცირე საოჯახო ტურიზმი განვავითაროთ. მთავრობა კიდევ უფრო ხალხზე ორიენტირებული და ადამიანების მომსახურებაზე ორიენტირებული გახდება. ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ მმართველობით რეფორმას, რომ ბიუჯეტირების პროცესში რეგიონები უფრო მეტად იყვნენ ჩართულები. რეგიონებში ცხოვრების დონე უნდა დავუახლოვოთ ქალაქში ცხოვრების დონეს. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა სოფლად. მთიანი რეგიონების განვითარება ერთი-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნებიდან" ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში - ილია ნაკაშიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი მერაბ კარანაძე დაასახელა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner