„სწორედ მესამე ძალამ შეძლო ისრაელში გასულ წლებში პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რის გამოც გარკვეული პერიოდი მთავრობის გარეშე დარჩენილი ქვეყანა თითქმის პარალიზებული იყო. როგორც ადგილობრივი პრესა წერდა, ამ ხნის მანძილზე სახელმწიფომ სერიოზული ფინანსური და იმიჯური ზარალი მიიღო“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ ისეთი პოლიტიკური ამინდის შექმნას, რომ მძლავრი დეზინფორმაციის გამოყენებითაც კი შეძლონ ხელისუფლების იმიჯის განადგურება.
„ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ მათი სამოქმედო გეგმა რამდენიმე ეტაპიანია: პირველი, რაც შეიძლება მეტი ხმები აიღოს ე.წ. მესამე ძალამ, რომელსაც ისრაელის მსგავსად, ექნება გადამწყვეტი ხმები მთავრობის ფორმირებისას. ვინც შეძლებს ამ გადამწყვეტი ხმების მოპოვებას, ის იქნება პოლიტიკური ლიდერი ახლო მომავალში. ამ სანატრელი ლიდერობისთვის იბრძვიან დღეს "ლელო" და მოსალოდნელი გვარამია-მელიას ახალი პოლიტიკური გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“ იმ დამკვეთების გეგმითაც კი, წარსულს უნდა ჩაბარდეს.
სწორედ მესამე ძალამ შეძლო ისრაელში გასულ წლებში პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რის გამოც გარკვეული პერიოდი მთავრობის გარეშე დარჩენილი ქვეყანა თითქმის პარალიზებული იყო. როგორც ადგილობრივი პრესა წერდა, ამ ხნის მანძილზე სახელმწიფომ სერიოზული ფინანსური და იმიჯური ზარალი მიიღო.
ცნობისთვის, ისრაელში პოლიტიკური კრიზისი გამოწვეული იყო მმართველი პარტიის მიმართ მძლავრი დეზინფორმაციული ნაკადის შედეგად, რაც, მათივე გადმოცემით, ძირითადად უცხო ძალების მიერ იმართებოდა.
იდენტურია დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაცია. მცდელობა იგივეა, ოღონდ აქ ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ ისეთი პოლიტიკური ამინდის შექმნას, რომ მძლავრი დეზინფორმაციის გამოყენებითაც კი შეძლონ ხელისუფლების იმიჯის განადგურება.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციურ ფლანგზე აშკარად იწყება დიდი ბრძოლა "მესამე ძალის" სტატუსისთვის, რომელიც მათი სცენარით ახლო მომავალში ლიდერ პარტიად იქცევა და შეძლებს ახალი ტალღის აგორებას, თუმცა - ამაოდ. მათ ავიწყდებათ ერთი უმთავრესი რამ - ნაცნობი სახეები ცნობილი მძიმე პოლიტიკური წარსულით, ვერ შექმნიან ისეთ ძალას, რომელიც საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებს მოიტანს, მითუმეტეს იმ დიდი წარმატების ფონზე, რასაც სახელისუფლებო გუნდმა მიაღწია ევროპულ გზაზე თუ აღმოსავლეთთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობით“, -წერს ჩიბურდანიძე.