ევროპის ქვეყნებიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებლები იზრდება და როგორც „საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის“ მთავარი ეკონომისტი რობინ ბრუქსი X-ზე წერს, ეს საქონელი შემდეგ რუსეთში შედის.
მაგალითად, ევროზონის 20 ქვეყნიდან ყაზახეთში ექსპორტის მაჩვენებელი 2023 წლის ნოემბერში თითქმის დაუბრუნდა თავის რეკორდულ დონეს.
მისივე ინფორმაციით, ასევე თითქმის დაუბრუნდა რეკორდულ დონეს გერმანიიდან ყირგიზეთში ექსპორტის მაჩვენებელი.
რაც შეეხება იტალიას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყირგიზეთში იტალიური საქონლის ექსპორტი 852%-ით გაიზარდა.