logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან
- +

16 იანვარი. 2024. 17:53

 

 

ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ფუჭად გასროლილი ვაზნებია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

დეპუტატი მმართველი გუნდის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

 

„ეს არის მორიგი უბადრუკი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩრდილი მიაყენონ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, სულელური განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ჩინეთთან მეგობრობა გვინდა დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ასეთ სისულელეზე მგონი კომენტარიც არ ღირს. სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით, წინა დღეს აქ იმყოფებოდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც გუშინ შევხვდით, ორი დღის წინ იმყოფებოდნენ აშშ-ში და შეხვედრა ჰქონდათ ბლინკენთან. ამიტომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების ქონა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლას. არცერთ ქვეყანასთან არ ვმეგობრობთ ვინმეს საწინააღმდეგოდ და არ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს იმისთვის, რომ ვინმეს შევეწინააღმდეგოთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან, იქნება ეს ჩინეთი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი, იაპონია სამხრეთ კორეა თუ ა.შ. ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ფუჭად გასროლილი ვაზნებია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner