logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი მოსახლეობას შეხვდა
- +

13 სექტემბერი. 2016. 12:51




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი წინასაარჩევნო კომპანიის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქინძათის, ბრილის, ალის და ბროლოსანის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ამომრჩევლები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და მათი მოგვარება სთხოვეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner