logo_geo
eng_logo
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ისრაელის სახელმწიფო ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა
- +

16 იანვარი. 2024. 18:45

 

 

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ისრაელის სახელმწიფო ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.

 

პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ისრაელის ელჩთან პროკურატურის ძირითად ფუნქციებზე, მუშაობის სპეციფიკასა და საქმიანობის თავისებურებებზე ისაუბრა.

 

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს და მიიღებს ყველა ზომას, რათა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით გაგრძელდეს.

 

ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მწუხარება გამოთქვა ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner