logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე: როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ და რა მცდელობაც არ უნდა ჰქონდეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, რომ საარჩევნო ბარიერი დაძლიონ
- +

16 იანვარი. 2024. 18:53

 

როგორადაც არ უნდა გადაჯგუფდნენ და როგორი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, ეს პროექტიც წინასწარ არის განწირული და არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, რომ მათ ის ბარიერი დაძლიონ, რომელიც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე არის განსაზღვრული, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე საუბრისას.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ისინი ძალადობრივი სისტემის წარმომადგენლები არიან.

 

„აქ ამ ადამიანების დაახლოებაზე და მათ ნებაზე არ არის იმდენად საკითხი, რამდენადაც არის გარე ძალებზე საუბარი, რომელთაც უნდათ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ და ვერ შერიგებიან იმ სიტუაციას, რომ მშვიდობიანი განვითარება გრძელდება ქვეყანაში. ეს ძალები, რომელთაც ჩვენ მოვიხსენიებთ გლობალური ომის პარტიის ძალებად, არსად წასულან. მათ ჯერ კიდევ 2020 წელს ჰქონდათ მცდელობა, რომ „ლელო“ ყოფილიყო მიზიდულობის ცენტრი და ეს პროექტი ჩაუვარდათ, როდესაც მიუხედავად დიდი რესურსის დახარჯვისა, „ლელომ“ მხოლოდ 4 მანდატი მოიპოვა მეათე მოწვევის პარლამენტში. შემდგომში იყო გახარიას კომპონენტი, როდესაც მათ აქცენტირება 2021 წელს გააკეთეს და ჩვენ ვნახეთ, რომ აქაც არაფერი გამოვიდა. ახლა მათი მიზანია, როგორმე წარმოაჩინონ, რომ იგივე ხაზარაძე, მელია, გახარია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ კავშირში არ არიან, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დამატებითი ხმები წამოიღონ. ამ პროექტს შეიძლება ვუწოდოთ „ნაციონალური მოძრაობა 2“, რომლის მიზანია დამატებით ხმები მიიღონ. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი ძალადობრივი სისტემის წარმომადგენლები არიან, რომელთაც უღალატეს თავიანთ ქვეყანას და საკუთარ ხალხს და რეპუტაციულად საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენეს ქვეყანას. ამიტომ, როგორადაც არ უნდა გადაჯგუფდნენ და როგორი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, ეს პროექტიც წინასწარ არის განწირული და არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, რომ მათ ის ბარიერი დაძლიონ, რომელიც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე არის განსაზღვრული“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner