logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ჩინეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
- +

16 იანვარი. 2024. 18:58

 

 

ჩინეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული გარემოება, კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტი მართლაც უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია.

 

„უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან უსუსური განცხადებები კეთდება, თითქოს დასავლეთთან ურთიერთობის საპირწონედ საქართველოს ხელისუფლება იწყებს და აღრმავებს ურთიერთობას ჩინეთთან. ეს არის სრული აბსურდი და უსაფუძვლო განცხადება. 2023 წლის მდგომარეობას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ევროკავშირი თვითონ ცდილობს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ჩინეთს და მასთან აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით. არ შემიძლია არ გავიხსენო საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში, გერმანიის კანცლერის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების ჩინეთში ვიზიტი, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩინეთთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა განეხორციელებინათ. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას გამომდინარე იმ პოტენციალიდან, იმ ეკონომიკიდან, რაც ჩინეთს გააჩნია. ასევე, ჩინეთი ერთ-ერთი გლობალური მოთამაშეა პოლიტიკაში. გამომდინარე იქიდან, რომ მას გაეროს უშიშროების საბჭოში აქვს მუდმივმოქმედი პოზიცია და მის პოზიციას გავლენა აქვს აზიისა და მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოზე. ამიტომ ჩინეთის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორობაში შემოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner