„რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი აიოვის შტატში გამართულ „რესპუბლიკური“ პარტიის კოკუსს ეხმაურება, რომელშიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
"ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს დამაჯერებელ და ისტორიულ გამარჯვებას. ჩემთვის ნათელია, რომ ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ტრამპი იქნება „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და საბოლოოდ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი", - აღნიშნა სენატორმა.