logo_geo
eng_logo
ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ევროკავშირმა ტერორისტად გამოაცხადა
- +

16 იანვარი. 2024. 19:41

ევროკავშირის საბჭომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ტერორისტების სიაში შეიყვანა. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია მითითებული, სინვარი ტერორისტების სიაში მოხვდა 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში ჩართულობისთვის.

 

 

ევროკავშირის საბჭომ იაჰია სინვარს „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ანგარიშები და ქონება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დაყადაღებული იქნება.

 

 

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა ტერორისტების სიაში შეიყვნა „ჰამასის“ ორი სამხედრო მეთაური.

 

 

იაჰია სინვარი „ჰამასის“ წევრია 1987 წლიდან, როდესაც ეს ორგანიზაცია დაარსდა. 2017 წლიდან ის ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელია.

 

 

2015 წლიდან იაჰია სინვარი აშშ-ის მხრიდან არის სანქცირებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner