logo_geo
eng_logo
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საუდის არაბეთი მზად არის, აღიაროს ისრაელი, თუ პალესტინის საკითხი მოგვარდება
- +

16 იანვარი. 2024. 19:42

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი მზად არის, აღიაროს ისრაელი, თუ პალესტინის საკითხი მოგვარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი პალესტინის საკითხის გადასაჭრელად არის ცეცხლის შეწყვეტა ყველა მხრიდან.

 

 

"ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ რეგიონული მშვიდობა მოიცავს მშვიდობას ისრაელისთვის, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პალესტინელებისთვის მშვიდობის გზით, პალესტინის სახელმწიფოს მეშვეობით", - განაცხადა ფაისალ ბინ ფარჰანმა.

 

 

კითხვაზე, დათანხმდება თუ არა საუდის არაბეთი ამ კონტექსტში ისრაელის აღიარებას, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: "რა თქმა უნდა".

right_banner right_banner
არქივი
right_banner