logo_geo
eng_logo
რობერტ ფიცო: სანამ მე სლოვაკეთის პრემიერი ვარ, არ დავუშვებ, რომ ევროკავშირში უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან
- +

16 იანვარი. 2024. 21:16

"თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლებას ართმევენ და პოლიტიკისა თუ უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხები ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ეს ევროკავშირის სდასასრულის დასაწყისი იქნება," - ამის შესახებ ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევისთვის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ხოლო სლოვაკეთი ამას არასოდეს დაუჭერს მხარს.

 

 

ღიად და ნათლად ვამბობ, რომ სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, არ შევურიგდები რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს. ვიმეორებ: იმისათვის, რომ უნგრეთს რომელიმე უფლება ჩამოერთვას, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner