ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა არა ქველმოქმედება, არამედ საერთო უსაფრთხოებაში ინვესტიციაა.
"ჩვენ მათ [უკრაინელებს] უნდა დავუჭიროთ მხარი და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ [უკრაინის] მხარდაჭერას, რადგან უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რის გამოც მოკავშირეებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს [უკრაინას]", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.