logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ეს წელი გადამწყვეტი უნდა იყოს - აგრესორზე ზეწოლის შემცირება ომს წლებს მატებს
- +

16 იანვარი. 2024. 22:24

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აგრესორზე ზეწოლის ყოველი შემცირება ომს წლებს მატებს, მაგრამ უკრაინელი დამცველების ნდობაში ყოველი ინვესტიცია ომს ამცირებს.

 

 

"ეს წელი გადამწყვეტი უნდა იყოს. შეიძლება თუ არა უკრაინის ომის გაყინვა [ომის] დასასრული გახდეს? არ მინდა დავკმაყოფილდე იმ ჭეშმარიტებით, რომ ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ გაჩაღდება", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

"შეგახსენებთ, რომ 2014 წლის შემდეგ დონბასში ომის გაყინვის მცდელობები იყო. იყვნენ ამ პროცესის ძალიან გავლენიანი გარანტორები - გერმანიის მაშინდელი კანცლერი, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტები. მაგრამ პუტინი არის მტაცებელი, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით. და ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები, ჩვენი სახლები, ჩვენი სიცოცხლე. ეს უნდა გავაკეთოთ", - დასძინა უკრაინის ლიდერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner