logo_geo
eng_logo
CNN: ბაიდენის საარჩევნო შტაბმა აიოვის შტატის კოკუსზე ტრამპის გამარჯვება შეაფასა, როგორც „ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხე“
- +

16 იანვარი. 2024. 22:26

ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა აიოვის შტატის კოკუსზე დონალდ ტრამპის გამარჯვება შეაფასა, როგორც „ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხე“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის კომუნიკაციების დირექტორმა, მაიკლ ტაილერმა CNN-ს განუცხადა, რომ ბაიდენის კამპანიას ექნება გზავნილი, რომელიც აუცილებელია დონალდ ტრამპის დასამარცხებლად.

 

 

დონალდ ტრამპმა აიოვის შტატში "რესპუბლიკელთა" კოკუსის მონაწილეთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

 

ხმათა 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 50.9% აქვს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელსაც მხარი მონაწილეთა 21.3%-მა დაუჭირა მხარი. გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, 19.1%-ით მესამე ადგილზეა.

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner