ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა აიოვის შტატის კოკუსზე დონალდ ტრამპის გამარჯვება შეაფასა, როგორც „ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხე“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის კომუნიკაციების დირექტორმა, მაიკლ ტაილერმა CNN-ს განუცხადა, რომ ბაიდენის კამპანიას ექნება გზავნილი, რომელიც აუცილებელია დონალდ ტრამპის დასამარცხებლად.
დონალდ ტრამპმა აიოვის შტატში "რესპუბლიკელთა" კოკუსის მონაწილეთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.
ხმათა 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 50.9% აქვს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელსაც მხარი მონაწილეთა 21.3%-მა დაუჭირა მხარი. გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, 19.1%-ით მესამე ადგილზეა.