logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ფაქტების დამდგენი ორგანიზაციები, რომლებიც სიმართლის დადგენისთვის ძალიან ბევრ თანხას იღებენ, რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად არიან გამოყენებული
- +

16 იანვარი. 2024. 22:50

ფაქტ-მეტრი“, რომელიც სიმართლის დადგენაში ძალიან ბევრ თანხას და რესურსს იღებს, არის გამოყენებული პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ასეთი ორგანიზაციების მიზანია, რომ რადიკალური ოპოზიცია გააძლიერონ.

 

 

თავისივე ტყუილებში არიან გახლართულები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერზე დამატებით, ფაქტების დამდგენი ორგანიზაციები, ისეთი როგორიცაა მაგალითად „ფაქტ-მეტრი“, რომელიც თავის დროზე დაფუძნებულია ქალბატონი ხოშტარიას, ბატონი კაპანაძის და სხვების მიერ და რომელიც სიმართლის დადგენაში იღებს ძალიან ბევრ თანხას და რესურსს, არის გამოყენებული პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად და მათ გასაძლიერებლად. ასეთი ორგანიზაციები პირდაპირ მიმართავენ მანიპულაციას, როდესაც კონკრეტულ ფაქტებს, განცხადებებს ცდილობენ, რომ გადაეფარონ, დაიცვან და გაამყარონ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner