logo_geo
eng_logo
საქართველო გააგრძელებს აშშ-თან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას
- +

13 სექტემბერი. 2016. 13:12



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანი  რეფორმების გატარებას გეგმავს. სამოქმედო გეგმას „ქართული ოცნება" საარჩევნო პროგრამაში წარმოადგენს.


„საქართველო გააგრძელებს აშშ-თან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. კერძოდ:

 

- გაღრმავდება სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატით განსაზღვრული მუშაობა;

 

- გაღრმავდება აშშ-თან პარტნიორობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარებისათვის;

 

- გაღრმავდება აშშ-თან სამეცნიერო და განათლების სფეროში თანამშრომლობა;

 

- გაღრმავდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner