„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას გეგმავს. სამოქმედო გეგმას „ქართული ოცნება" საარჩევნო პროგრამაში წარმოადგენს.
„საქართველო გააგრძელებს აშშ-თან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. კერძოდ:
- გაღრმავდება სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატით განსაზღვრული მუშაობა;
- გაღრმავდება აშშ-თან პარტნიორობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარებისათვის;
- გაღრმავდება აშშ-თან სამეცნიერო და განათლების სფეროში თანამშრომლობა;
- გაღრმავდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.