logo_geo
eng_logo
ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სუნიტური დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ორ შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა
- +

16 იანვარი. 2024. 23:40

ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე, ბელუჯისტანის პროვინციაში დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ორ შტაბზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ირანული სააგენტო Tasnim-ი იტყობინება.

 

 

იერიში რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელდა. ირანული მედიის ცნობით, „ჯეიშ ალ-ადლის“ ორივე შტაბი განადგურებულია. თავდასხმის სხვა დეტალები უცნობია.

 

 

The Washington Post-ის ცნობით, „ჯეიშ ალ-ადლი“ („სამართლიანობის არმია“) სუნიტური სამხედრო დაჯგუფებაა. თეირანი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. დეკემბერში „ჯეიშ ალ-ადლმა“ პასუხისმგებლობა აიღო ირანში პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც სულ მცირე 11 პოლიციელი ემსხვერპლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner