ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე, ბელუჯისტანის პროვინციაში დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ორ შტაბზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ირანული სააგენტო Tasnim-ი იტყობინება.
იერიში რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელდა. ირანული მედიის ცნობით, „ჯეიშ ალ-ადლის“ ორივე შტაბი განადგურებულია. თავდასხმის სხვა დეტალები უცნობია.
The Washington Post-ის ცნობით, „ჯეიშ ალ-ადლი“ („სამართლიანობის არმია“) სუნიტური სამხედრო დაჯგუფებაა. თეირანი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. დეკემბერში „ჯეიშ ალ-ადლმა“ პასუხისმგებლობა აიღო ირანში პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც სულ მცირე 11 პოლიციელი ემსხვერპლა.