logo_geo
eng_logo
პიტერ სიიარტო: ომი რომ დამთავრდეს, ამისთვის საჭიროა, ვესაუბროთ მოსკოვს და შევწყვიტოთ კიევისთვის იარაღის მიწოდება
- +

16 იანვარი. 2024. 23:41

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად საჭიროა რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ავსტრიულ გამოცემა eXXpress-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანია, ღიად დავტოვოთ კომუნიკაციის არხები. როდესაც ჩემს რუს კოლეგას ვხვდები, როგორც წესი, ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება როგორც ევროპელი კოლეგების, ასევე ბრიუსელის მხრიდან. თუმცა, ჩემი აზრით, მშვიდობის იმედი ვერ გვექნება, თუ კომუნიკაციის არხებს არ შევინარჩუნებთ.

 

 

გარგა ამისა, უნდა შევწყვიტოთ იარაღის მიწოდება. რაც უფრო მეტი იარაღი მიეწოდება [უკრაინას], მით უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი და, შესაბამისად, მით უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება. უნდა წავახალისოთ ომში მყოფი მხარეები, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

ამ ომში უნგრელების იღუპებიან. უკრაინაში დიდი უნგრული სათვისტომოა, რომლის წევრებსაც იწვევენ უკრაინის არმიაში და აგზავნიან ფრონტზე, სადაც ისინი იღუპებიან. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. ნათელია, რომ ის, რაც ამ დრომდე გაკეთდა, წარმატებული არ აღმოჩნდა. [უკრაინას] მიეწოდა დიდი რაოდენობით იარაღი, თუმცა ამან მხოლოდ გაახანგრძლივა ომი. უკრაინამ მიიღო დიდი რაოდენობით ფული, თუმცა ამ ქვეყნის განადგურება გრძელდება. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციებმა ვერ დააჩოქა რუსეთის ეკონომიკა და ვერც დაგვაახლოვა მშვიდობის დამყარებასთან. არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს, რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, რეგიონში ჩვენზე დიდი ქვეყნები არსებობს და ამაში მათ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ“, - აღნიშნა სიიარტომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner