კარიმ ბენზემას ადვოკატმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეარხ CNews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "როგორც ყველამ ვიცით, ბატონ კარიმ ბენზემას აქვს ყველასათვის ცნობილი კავშირები "მუსლიმურ საძმოსთან".
"ჩვენ განხეთქილებას ვთესავთ საფრანგეთში. გვყავს ბევრი ადამიანი, ვისაც არ ესმის ასეთი განცხადებები. [...] ეს არის ზუსტად საპირისპირო იმისა, რისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პოლიტიკოსს უწოდებს", - აღნიშნა ფრანგი ფეხბურთელის ადვოკატმა.