ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება და ამჯერად, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6-ში კორპუსს შეეხება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გასული წლის დეკემბერში ჩატარდა ბაზრის კვლევა, მიმდინარე თვის ბოლომდე კი გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი, სადაც დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას და პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
აღნიშნულ მისამართზე ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, აშენდება 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა. პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო II-X სართულების ჩათვლით, 4 770 კვ.მ საცხოვრებელი ბინები არქიტექტურული პროექტის შესაბამისად.
ჯამში, უძრავი ქონების მესაკუთრეებს სრულად გარემონტებული 36 ბინა და ერთი კომერციული ფართი გადაეცემათ (ჯამში: 2 267 კვ.მ), ხოლო 43 ბინა და ოთხი კომერციული ფართი მონაწილეობს ნატურით ანგარიშსწორებაში, საერთო ფართით: 2 952 კვ“, - აღნიშნა მერმა.