logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე: ეს მორიგი აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად მიუღებელი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კანდიდატის სტატუსის მიღება
- +

17 იანვარი. 2024. 11:49

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ მამუკა გამყრელიძის მორიგმა აღიარებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რასაც უმრავლესობა ორი წლის განმავლობაში ამბობდა.

 

„მამუკა გამყრელიძისგან პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ მორიგი აღიარება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები პირდაპირ მოუწოდებდნენ დასავლურ პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

 

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვამბობდით. მამუკა გამყრელიძის ეს მორიგი აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად მიუღებელი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი შენაერთებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner