logo_geo
eng_logo
Madrid Fusión: სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია
- +

17 იანვარი. 2024. 12:03

 

 

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე  Madrid Fusión-ის Facebook გვერდი საქართველოს  შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

 

„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“.

 

საქართველო  Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს,   სტუმრის სტატუსით წარდგება.

 

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. 

 

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

 

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

 

https://www.facebook.com/photo/?fbid=781998230630991&set=a.641268328037316

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner