სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, დღეისათვის, უკვე 26 კულტურის 490-მდე ჯიში, ფორმა და ნიმუშია დაცული, საიდანაც 220 ადგილობრივი და 252 ინტროდუცირებულია. ადგილობრივი და ინტროდუცირებული ხეხილის 12 ახალი ნიმუშიდან 4 ჟოლო, 3 ფსტა, 3 ტყემალი და 2 გოჯი ბერია.
ახალი და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციის, ინტენსიური ტიპის სხვლა-ფორმირების პროგრესული ხერხების ფერმერულ მეურნეობებეში გავრცელების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახური აქტიურად ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს, გამოსცემს სამეცნიერო ლიტერატურას. სამსახურის მიერ, 2023 წელს, ფერმერებისთვის ონლაინ და საველე სემინარ-ტრენინგები, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებითვის კი საველე დღეები მოეწყო; გამოიცა და გამოსაცემად მომზადდა პუბლიკაციები, მათ შორის, უცხოურ გამოცემებში.