პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. პროგრამაში საუბარია რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და საქართველოს გაერთიანებაზე.
„დიალოგი რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა ამა თუ იმ სფეროში არ გულისხმობს რაიმე კომპრომისს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. პირიქით, ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება, მისი მდგრადი განვითარებისთვის შესაბამისი საგარეო პირობების შექმნა. ჩვენი ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ცალსახად მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.