logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
- +

17 იანვარი. 2024. 14:35

 

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ფაიგ გულიევს შეხვდა.

 

შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დარგობრივ სფეროში  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას. ამ მიმართულებით, გივი მიქანაძემ ელჩს გააცნო ინიციატივა და სურვილი  ჩატარდეს ერთობლივი საკომიტეტო სხდომა, სადაც ორი ქვეყნის პარლამენტების დარგობრივი კომიტეტები განიხილავენ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უკვე  ხელმოწერილ შეთანხმებას განათლებისა და  მეცნიერების სფეროში, მისი შესრულებასა და შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას.

 

ასევე, გივი მიქანაძემ  საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ინიციატივა გამოთქვა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდობის მიმართულებაზე. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების გზები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის  მაღალ პოლიტიკურ დონეზე არსებული თანამშრომლობა და მისი მნიშვნელობა.

 

ელჩმა, თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა გამოთქმული ინიციატივებისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner