„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის თამაში, რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. ფინალი 18 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.
ფინალი ყველასთვის ერთ დროს დაიწყება და მასში მონაწილეობა როგორც გუნდებს, ისე დამოუკიდებელ მოთამაშეებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 2 კვირის ყველა დავალება წარმატებით აქვს შესრულებული. კითხვები ინტელექტუალური სახის იქნება. დამოუკიდებელ მოთამაშესთან, ორ-მოთამაშიან გუნდთან და სამ-მოთამაშიან გუნდთან სხვადასხვა სახის კითხვები გამოჩნდება. პასუხების ძებნაში კი მოთამაშეს ლოგიკა და ცოდნა დაეხმარება. ფინალში კი გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად გასცემს ყველა კითხვას სწორ პასუხს.
კითხვების რაოდენობა მოთამაშეების მიხედვით განსხვავებულია:
თამაშის საპრიზო ფონდი საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და „საქართველოს ბანკისგან“ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, თითოეული გუნდის სახეობის მიხედვით (სულ 18 ადამიანი) ფულად პრიზებს მიიღებენ.
მათ ვისაც, 12 კვირის განმავლობაში დაგროვილი მონეტები მარკეტში არ დაუხარჯავთ, მისი გადაცვლის შესაძლებლობა დახმარებებსა და შეცდომის შედეგად მიღებული დროითი შეზღუდვის მოხსნაში შეუძლიათ.
მონეტების გადაცვლას მოთამაშე ასე შეძლებს:
ფინალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
რჩევებს კი, რომელებიც თამაშის ფინალში დაგეხმარება, შეგიძლიათ გაეცნო აქ.