„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ხაზარაძის დანახვაზე 2011 წელი და გლდანის ციხე მახსენდება. უამრავი ადამიანი გახლდათ დაპატიმრებული ხაზარაძე-მერაბიშვილის ინციატივით. მოეწონებოდათ „ბიჭებს“ ბიზნესი, მერაბიშვილ-ადეიშვილი საქმეს აღძრავდა, ხაზარაძის მოთხოვნით ქონებას დაუყადაღებდნენ და შემდეგ ციხის საკანში ნაწამებ ბიზნესმენს ხაზარაძის ბანკის სახელზე აფორმებინებდნენ ქონებას. მაგალითები გნებავთ? მაგალითი ბევრია, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო ანზორ ქოქოლაძის საქმეა, როდესაც ის მერაბიშვილმა დააპატიმრა, ხოლო „ელიტ-ელექტრონიქსი“ ხაზარაძის ბანკმა გადაიფორმა.
დიდი მერაბ კოსტავასთვის ხელის მოქნევაზე, კომკავშირლებთან ერთად ეროვნული მოძრაობის მიტინგების დარბევაზე,1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის და გენერალ როდიონოვის მხარდაჭერაზე ჯერ არაფერს ვწერ. ისევე როგორც უამრავ ოჯახზე, რომლებსაც ხაზარაძის სამევახშეო კანტორამ სახლ-კარი წაართვა და ღია ცის ქვეშ დატოვა.
ამიტომ ცოტა უხერხულია, როდესაც მევახშე და ხალხის გამაუბედურებელი კახა კალაძეზე ამბობს, ქვეყანა შეჭამაო. თუმცა, რაა გასაკვირი, ხაზარაძის ტიპის მევახშეების მთავარი თვისება ხომ უტიფრობაა?
მევახშეთა უსტაბაში ახლა ცდილობს, დასავლეთს მოაწონოს თავი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
არადა, ის კი არ იცის, რომ არჩევნების წინ ისეთი ლუსტრაცია ელოდება, ყვარყვარესავით ქალის კაბაში გადაცმულს მოუწევს გაქცევა“, - წერს სანდრო ბრეგაძე.