გაზეთ „ალიას" ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან შეშფოთების გამოხატვა დაცინვაა.
ზედელაშვილის თქმით, მსგავსი ხასიათის ვიდეო-ფაილები „ნაციონალებს" 22 ათასი აქვთ...
„გაოცებული ვარ, ნაციონალები ნაკერავზე იხევიან, ქვეყანა წახდა, ძონძი ჭუჭყი და ტალახი მომრავლდა, ესენი ჩასარეცხები არიანო...
ვიდეო, რომელიც დღეს გავრცელდა, გადაღებულია 2012 წლის არჩევნებამდე. ამ მართლა ძონძებს ისიც ავიწყდებათ თუ განგებ ივიწყებენ, რომ მსგავსი 22 ათასი ფაილი აქვთ დამზადებული. ახლა ვიშვიშებენ და თითს სხვისკენ იშვერენ.
აფრაკი ნიკა გვარამია გაჰკივის, ბიძინა ივანიშვილო, მეზიზღები, ასეთ სიბინძურეს რომ აკეთებ, შენს ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდესო. აქ წესით ღმერთმა უნდა გაიცინოს, რადგან თავად გაცილებით უარესი გაუკეთა ბადრი პატარკაციშვილს! დიახ, ბიძინა ივანიშვილი ტყუის, სწორედ მისი ბრალია, რომ ასეთი ნაძირალა ავანტიურისტები გააბლატავა და უკვე თავზე გადაისხეს. არ დასჯი? სამართალს პურს არ აჭმევ? იქით შემოგიბრუნდებიან და იმას დაგაბრალებენ, რასაც თვითონ აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ. უკვე ვხედავთ, ბინძურები სათნოებაზე ლაპარაკობენ და ნაბოზრები - უმწიკვლოებაზე.
ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, სანამ ყველას არ მოსვამს საზოგადოება თავის ადგილზე, მანამ ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს და უფრო უარესს უნდა ველოდოთ.
2013 წელს ბიძინა ივანიშვილს ვკითხე, როგორ შეიძლება, ნაციონალები ხელშეუხებლები დარჩნენ და თანამდებობებიც კი არ დაატოვებინოთ-მეთქი? ეგენიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ, ახალ პირობებში უკეთესად იმუშავებენო. აჰა, აშკარად უკეთესად მუშაობენ, ოღონდ სათავიანთოდ. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყველას ჩემოდანი ჰქონდა ჩალაგებული, ბევრი უკვე გაპარული იყო ქვეყნიდან. მოაბრუნეს, დაუყვავეს, თავზე ხელი გადაუსვეს და აი, შედეგიც. ჰუმანურობა კარგია, დემოკრატიასაც არაუშავს, მაგრამ არა სხვის ხარჯზე, არა დაზარალებულების ხარჯზე!"