"დეზინფორმაციის ანტონიმი სწორი ინფორმაციაა და თუ სწორია ინფორმაციაა ჩვენი მთავარი პოლიტიკა, ეს ჩვენ დავიწყეთ წელიწადნახევრის წინ და ყოველთვის ვამბობდით, რომ ხალხს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, "- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„გამჭვირვალობაა ყველაზე მთავარი იარაღი და გამჭვირვალობის წინააღმდეგ წავიდა ის ხალხი, რომლებიც ახლა გვეუბნებიან, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა გენერალური ხაზი ყოფილა. სწორედ ევროკავშირის ერთ-ერთი თანამდებობის პირმა თქვა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი ხაზი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.