logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: კახა კალაძემ ნაცებს და შმაცებს, სახრე გადაუჭირა!
- +

17 იანვარი. 2024. 21:30
 
"ხანდაზმულ თაღლით მამუკი ხაზარაძეს სააკაშვილის ხელის ბიჭი ეძახა კახა კალაძემ"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.
 
 
 
 
 
"კახა კალაძემ ნაცებს, გნაცებს, შმაცებს, ხანდაზმულ თაღლითებსა და მათთან გათანამბრებულ პირებს სახრე გადაუჭირა!
 
 
რაღა დაგიმალოთ და... მესიამოვნა, გულის მოფხანვა მინდოდა და მოვიფხანე.
 
 
აეგრე!
 
 
მოკლედ, ეს ტარტაროზები ყველანაირად ცდილობენ, ყველაფერი სათავიანთოდ გამოიყენონ.
როგორც უკვე იცით, ახლა წერეთლის გამზირის ე.წ. პრობლემა ჩაიხვიეს - როგორ თუ დროულად არ ამთავრებენ, როგორ თუ კომპანიები გაუშვეს, როგორ თუ სამუშაოები სხვამ უნდა განაგრძოსო? ეგე, ხომ ვამბობდით, რომ აქაც კორუფცია იყო და გარიგებებს აქვს ადგილიო?
 
 
როგორც შავნოდარა იტყოდა, სკანდალი ,,გახეთქეს''!
 
 
ხანდაზმულ თაღლით მამუკი ხაზარაძეს სააკაშვილის ხელის ბიჭი ეძახა კახა კალაძემ.
 
 
რა, არ იყო? რა ადამიანები არ გაამწარა მიხას დავალებით? რა, ადამიენაბს არ გაუჩალიჩა სესხი საპროცესოებისთვის? რა, ადამიანები არ დატოვა ღია ცის ქვეშ?
 
 
ახლა კი გამოდის და კალაძეზე ლაპარაკობს, თავისი მდარე ხარისხის ჭკუით, უტევს, არიქა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო და ვეღარ ამთავრებსო.
 
 
ეს ამბობს, კაცო, ეს ხანდაზმული თაღლითი და მისი ,,პადელნიკი'' უსუფაშვილიც აჰყოლია, 1989 წლის 9 აპრილის მეორე დღეს რომ შევიდა კომუნისტურ პარტიაში და თავის დროზე ავთო მარგიანის ხელის ბიჭი რომ იყო!
 
 
არადა!
 
კალაძე ამბობს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ გადაიწევს, დაპირებისამებრ დასრულდება იანვრის ბოლოს.
 
 
მე რომ მომიწიოს მუშაობა ჩემ თანამშრომლებთან ერთად, მაინც დავასრულებთო, - თქვა კალაძემ.
მართალია, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი ხანდაზმული თაღლითების პროპაგანდას კი არის აყოლილი, მაგრამ სხვა გზა მაინც არ აქვთ, ცოტახანს კიდევ უნდა შეეგუონ გაპრიალებული მოკასინების დასვრას. აბა, ის იყო კარგი, წლების განმავლობაში ჟანგიანი მილებიდან ნადენ წყალს რომ სვამდნენ? აბა, ის იყო კარგი, წლების განმავლობაში ფეკალიებშერეული წყლით რომ ბანაობდნენ?
არა, არ იყო კარგი და გასაკეთებელი ამიტომაც უნდა გალკეთდეს!
 
 
არ გინდათ წუწუნი, პრუწუნი და მამუკი ხაზარაძის მოტივებზე ჯღნავილი!
 
 
წარმატებები კახა კალაძეს და მის თანამშრომლებს"- წერს გელა ზედელაშვილი.
right_banner right_banner
არქივი
right_banner