მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი გერმანიაში, მიუნხენის აეროპორტის საბაჟოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ Bild-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 76 წლის შვარცენეგერი მიუნხენში დღე, ლოს-ანჯელესიდან ჩაფრინდა, შემდეგ კი ავსტრიის ქალაქ კიცბიუელში მსოფლიო კლიმატურ სამიტზე აპირებდა გამგზავრებას.
თუმცა საბაჟო კონტროლზე მსახიობის ჩანთაში ბრენდის Audemars Piguet საათი აღმოაჩინეს, რომელიც სპეციალურად შვარცენეგერისთვის იყო დამზადებული. მისი ღირებულება 20 ათასი ევროა. მსახიობი სამიტის დაწყებამდე საათის გაყიდვას გეგმავდა.
მიუნხენის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა ტომას მაისტერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, მსახიობს კი გადასახადის გადახდისგან თავის არიდება ედება ბრალად. მაისტერი განმარტავს, რომ საათი დეკლარირებული უნდა ყოფილიყო, რადგან ეს იმპორტის შემთხვევაა.