ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ლიბანში ომის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო.
ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელის არმია ზრდის მზადყოფნას.
"ჩვენ ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ ღაზაში ბრძოლებიდან, ბევრი მათგანი ძალიან აქტუალურია ლიბანში საბრძოლველად და არის ისეთებიც, რაც უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
"ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ძალიან მკაფიო მიზანს ლიბანში, დავაბრუნოთ მოსახლეობა ჩრდილოეთში", - განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
"არ ვიცი, როდის მოხდება ომი ჩრდილოეთში. შემიძლია გითხრათ, რომ ამის ალბათობა უახლოეს თვეებში გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო წარსულში", - დასძინა მან.