გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისათვის გადაცემის მოწოდებას შეიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
რეზოლუციის ინიციატორი CDU/CSU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი / ქრისტიან-სოციალური კავშირი) ოპოზიციური ბლოკი იყო.
გამოცემა Spiegel-ის ცნობით, "მწვანეთა" პარტიისა და "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის" დეპუტატებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
"სამწუხაროდ, CDU/CSU-ს ფრაქციის ამჟამინდელი წინადადება მიზნად ისახავს მხოლოდ ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებას გერმანიის შიდა პოლიტიკურ დებატებში", - განაცხადეს "მწვანეთა" პარტიაში.