logo_geo
eng_logo
მედია: გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისათვის გადაცემის მოწოდებას შეიცავს
- +

18 იანვარი. 2024. 01:02

 

გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისათვის გადაცემის მოწოდებას შეიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

რეზოლუციის ინიციატორი CDU/CSU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი / ქრისტიან-სოციალური კავშირი) ოპოზიციური ბლოკი იყო.

 

 

გამოცემა Spiegel-ის ცნობით, "მწვანეთა" პარტიისა და "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის" დეპუტატებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

 

 

"სამწუხაროდ, CDU/CSU-ს ფრაქციის ამჟამინდელი წინადადება მიზნად ისახავს მხოლოდ ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებას გერმანიის შიდა პოლიტიკურ დებატებში", - განაცხადეს "მწვანეთა" პარტიაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner