უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის აშშ-ის დახმარების დამტკიცების ბოლო ვადა, რათა შეფერხებამ არ იმოქმედოს ბრძოლის ველზე ვითარებაზე, იანვრის ბოლოა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ჩვენი არმიის გაძლიერება. ეს ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს მაკროფინანსურ სტაბილურობას. მაგრამ ეს დახმარება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურად, რადგან ის მოგვცემს ძალიან მკაფიო გზავნილს, რომ აშშ დარჩება ჩვენთან", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ში ეჭვქვეშ არ აყენებენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხს, მაგრამ კონგრესის მთავარი ყურადღება შიდა საკითხების განხილვას ეხება.