„გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ბოლო ხანების ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა გახლავთ ასეთ მაღალ დონეზე წარმატებული ვიზიტის ჩატარება ჩინეთში“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„საქართველო სტრატეგიულ მიზნად სახავს „შუა დერეფნის“ ფუნქციის მოპოვებას. ეს ნიშნავს აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული ვაჭრობის ამ უზარმაზარ ჯაჭვში რაღაც უნიკალური როლი შეიძინოს საქართველომ. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ბოლო ხანების ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა გახლავთ ასეთ მაღალ დონეზე წარმატებული ვიზიტის ჩატარება ჩინეთში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.