logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქართული ოცნების“ სიმართლე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ძირს უთხრიან საქართველოს წინსვლას და პერსპექტივას ევროპული მიმართულებით
- +

18 იანვარი. 2024. 10:12

 

 

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის მამუკა გამყრელიძის აღიარება, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლები დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, მმართველ პარტიაში არ უკვირთ.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო პირველი, ვინც ოპოზიცია ამხილა.

 

„მამუკა გამყრელიძემ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერში პირდაპირ აღიარებითი ჩვენება გააკეთა როდესაც თქვა, რომ არაერთმა ოპოზიციონერმა სცადა და ჰქონდა პირდაპირ გაცხადებული, რომ დასავლელ კოლეგებს ესაუბრებოდნენ იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ ამბობდა სიმართლეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები [ოპოზიცია] ძირს უთხრიან საქართველოს წინსვლას და პერსპექტივას ევროპული მიმართულებით. საბოტაჟით იყვნენ მხოლოდ დაკავებულნი გასული წლინახევრის განმავლობაში იმის მაგივრად, რომ აქცენტი გაეკეთებინათ მუშაობაზე, ჩართულობაზე, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“, - აღნიშნა მიქანაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner