„სტალინი მოკვდა, ნაპოლეონი გადაასახლეს და ისიც გავიდა მარილზე, მაკედონელი აღარ არი, იულიუს კეისარი შეთქმულებმა მოკლეს, ჩინგიზ ყაენსაც ყავლი გაუვიდა და... მარტო დავრჩი!" - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ადე, იოსება პაპავ, ადე, ჩათლახები არ ისვენებენ!
გასაშტერებელ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება!
საქართველოში ე.წ. ოპოზიცია მკვდარ სტალინს ებრძვის და თან ისე უნიჭოდ ებრძვის, იქით ითხრის სამარეს.
ხალხოოოოო!
სტალინი მოკვდა, ნაპოლეონი გადაასახლეს და ისიც გავიდა მარილზე, მაკედონელი აღარ არი, იულიუს კეისარი შეთქმულებმა მოკლეს, ჩინგიზ ყაენსაც ყავლი გაუვიდა და... მარტო დავრჩი!
ჩემი გეშინიათ?
არა, კი უნდა გეშინოდეთ, მაგრამ ისე არა, პირთაგან დორბლი გდიოდეთ - სამწუხაროდ, ჩვენში დახვრეტა აღარ არი და ვერ დაგხვრეტთ.
ხუმრობა იქით იყოს და... იცით, თქვენ ვისი ნაშიერები ხართ?
პირდაპირ გითხრათ?
კაი, გეტყვით!
თქვენი უახლოესი წინაპრები ამ კაცის სახელსა ფიცულობდნენ და... თუ საშუალება მიეცემოდათ, მტვრიან ჩექმებსაც ულოკავდნენ.
ერთხელ ცხონებულ გივი ბერიკაშვილს ვკითხე, რაზე ოცნებობ-მეთქი?
რაზე და... ერთი იოსება პაპა მაჩვენა რუსთაველზე ჩამოვლილი, ეს ვირთხები როგორ დაფრთხებიან და საერთოდ როგორ გადაიკარგებიან, მაგასაც ვნახავთო.
იიიიფ!
მაგარი სანახავი კი იქნება, ჩემმა მზემ.
ახლა ესენი ჩაუვარდებიან მუხლებში და გამოუცხადებენ ერთგულებას ჩექმების ალოკვით.
არა მგონია, ეგეთმა ქლესაობამ უშველოთ, მაგრამ ეგეთი წყალ-წყალა სისხლი აქვთ, ამათ ვერავინ დაასწრებს. ვერ ხედავთ, როგორ უგორდებიან ფეხებში ამერიკელებსა და ევროპიელებს? ვერ ხედავთ, როგორ ლოცულობენ გონდაკარგულ ბაიდენზე?
ეგ არი ამათი მონური ცხოვრების წესი!
ბიჯოოოოოოოო!
რაღა დროს სტალინი, ნაპოლეონი და იულიუს კეისარია?
ამას წინებზე პოლონეთის ელჩსაც წამოუარა, სტალინის მუზეუმი გააუქმეთო.
ჰა, ჰა, ჰა!
გააუქმეთო.
მე მივცემ ერთი კაი რჩევას, მაგ არდასაბადებელს:
ჯერ პოლონეთის მთავრობას მიმართოს იმ მიწების დაბრუნების თაობაზე, გერმანიას რომ ჩამოაჭრა და მაგათ მიაკუთვნა, რაში სჭირდებათ სტალინურ ქვეყანაში ცხოვრება?!
მეორე - ჩვენ რას გავაუქმებთ და რას დავაარსებთ, არავისი ტრაკის საქმე არ არი!
სტალინის სახლ-მუზეუმს დღეს იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე კურკუმალ ვაითს, ჭიჭიკო ვაშაძეს, მამუკი ხაზარაძეს და მათნაირებს. თუ სტალინის მუზეუმს უფრო გავაფართოვებთ და უკეთესად დავგეგმავთ, გაცილებით მეტ მოიტანს.
ხედავთ?
მკვდარი სტალინი გაცილებით სჯობს ჩვენს ოპოზიციასაც და „შმოპოზიციასაც“!
თან რომ ცოფდებიან კიდევაც და ისტერიკაშიც ვარდებიან?
არა, გასაგებია, შეიძლება ვინმე მოგწონდეს ან არ მოგწონდეს და გეზიზღებოდეს კიდევაც, მაგრამ 70 წლის შემდეგ დორბლი რატომ უნდა ჩამოგდიოდეს?
არ ვიცი!
ადე, იოსება პაპავ, ადე, ჩათლახები არ ისვენებენ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.