logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ივანიშვილის დაყადაღებული 2 მილიარდი ქართველთა სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება.ეს ივანიშვილის ქველმოქმედების ფორმაა, რომელიც დღევანდელ არეულ მსოფლიოში მშვიდობის საფასურია
- +

18 იანვარი. 2024. 11:56

 

 

„ნამდვილად გვტკივა უკრაინელი ხალხის ტკივილი და გული გვწყდება, რომ ასეთი მფარველი მათ არ გამოუჩნდათ. დღეს უკრაინაში, ხალხს ქუჩაში სასაკლაოზე გასაგზავნად დასდევენ,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

 

მისი თქმით, გავა დრო და მომავალი თაობა უფრო დააფასებს ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომელიც უკრაინის ომის შედეგების ფონზე სამშობლო შეგვინარჩუნა.

 

„მიუხედავად რიგი ევროპარლამენტარების აგრესიული განცხადებებისა, ივანიშვილი ქველმოქმედებას აგრძელებს. პრაქტიკულად დაყადაღებული მისი ორი მილიარდი ქართველთა სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება. ეს ივანიშვილისეული ქველმოქმედების ფორმაა, რომელიც დღევანდელ არეულ მსოფლიოში მშვიდობის საფასურია და რომლის მსგავსი სხვა არ მახსენდება. ის მხოლოდ შინდლერის სიას შეიძლება შევადაროთ.

 

ნამდვილად გვტკივა უკრაინელი ხალხის ტკივილი და გული გვწყდება, რომ ასეთი მფარველი მათ არ გამოუჩნდათ. დღეს უკრაინაში, ხალხს ქუჩაში სასაკლაოზე გასაგზავნად დასდევენ.

 

2024 წელს მთელს მსოფლიოში სიცოცხლის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან სიკვდილი მეტად გაიაფდა. ჩვენს ქვეყანას გონიერება დააზღვევს და არა ვიწრო პარტიული ინტერესები, რასაც დესტრუქციული ოპოზიცია აკეთებს. არც საზოგადოებას აქვს პოლიტიკური კეკლუცის დრო. უკრაინის მაგალითმა ბევრი რამ დაგვანახა. უკრაინა დღეს მსოფლიო ეგოიზმს ეწირება.

 

გავა დრო და მომავალი თაობა, უკრაინის ომის შედეგების ფონზე, კიდევ უფრო მეტად დააფასებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომელმაც მათ სამშობლო შეუნარჩუნა,“ - წერს ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner