logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მამუკა ხაზარაძემ ჩემი ვიდეო მიჭრა-მოჭრა და იმის „ერთი ადგილიც“ არ ეყო, ის ბოლომდე განეთავსებინა
- +

18 იანვარი. 2024. 12:53

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და როგორი წარსული აქვს.

 

დედაქალაქის მერმა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გუშინდელ ვიდეოსა და განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, „ლელოს“ ლიდერი თბილისის მერს სასამართლოში უჩივის.

 

„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა. ყველამ ხომ კარგად იცის, რომელი ვიდეოა? აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრა და მხოლოდ პირველი განათავსა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner