logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ერთმანეთს ასწრებენ, ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში, ეს ხალხი გაშიფრული არიან, როგორც ქვეყნის მოღალატეები
- +

18 იანვარი. 2024. 13:30

 

 

ერთმანეთს ასწრებენ, ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში, ეს ხალხი გაშიფრული არიან, როგორც ქვეყნის მოღალატეები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„გამყრელიძემ თქვა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდა. სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას შეცდომა უწოდა. ამაზე მეტი აღიარება რა უნდა იყოს? სამნიძემ და დეკანოიძემ თქვეს, კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს არ დავასახელებთ, მაგრამ ის ბრიუსელში საქართველოს აშავებსო. სამადაშვილმა თქვა, მე ვარ კოლმეურნეობის თავმჯდომარეო და ვებრძვით სტატუსს, რადგან შეცდომაა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაო. ახლა ერთმანეთს ასწრებენ, ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში. ეს ხალხი გაშიფრული არიან, როგორც ქვეყნის მოღალატეები“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner