logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი ნატა ფერაძეზე: ეკლესიას ვინც ებრძოდა, რაც დაემართა, ყველამ კარგად ვიცით
- +

18 იანვარი. 2024. 14:21

 

 

უცხოური გლობალური ომის პარტია ძალიან კარგად ხვდება, სად არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ძალა - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასაყრდენი არის საქართველოს ეკლესია. ამიტომაც ებრძვის მას აქაური საცეცებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„კომენტარის გაკეთებაც არ ღირს იმ ადამიანებზე, რომლებიც აშკარა ზიზღს გამოხატავენ ქართული ეკლესიის მიმართ. ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ სინანულით შევხედავთ ხოლმე იმას, რაც ხდება იმ ადამიანების თავს, ვინც ისტორიულად ებრძოდა ეკლესიას. ის უცხოური გლობალური ომის პარტია ძალიან კარგად ხვდება, სად არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ძალა - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასაყრდენი არის საქართველოს ეკლესია. ამიტომაც ებრძვის მას აქაური საცეცებით, მათ შორის ამ შეუმდგარი პიროვნებების ხელით. ეს არ გამოუვათ, მაგრამ თვითონ არიან საცოდავები, იმიტომ რომ ეკლესიას ვინც ებრძოდა, რაც დაემართა, ყველამ კარგად ვიცით“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner