logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე პაატა ბურჭულაძეზე: არც გვიღირდა და არც ვენდობოდით!
- +

13 სექტემბერი. 2016. 13:48




უმრავლესობის ლიდერმა ვიად ვაანტირაძემ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

„პირველივე სატელევიზიო კომენტარში ვთქვი, რომ აუცილებლად ფიასკოს განიცდიდა, როგორც პოლიტიკოსი. მეორე კომენტარში კი ვთქვი, რომ ძალიან ძვირად იფასებდა თავის თავს და მისი გვერდში დგომა ქართულ ოცნებას" ამდენი არ გვიღირს-მეთქი. არც გვიღირდა და არც ვენდობოდით. დღევანდელი განცხადებით ხომ ეს ყველაფერი ფაქტიურად დაადასტურა...

მისი განუზომელი მადის შესახებ ყოველთვის ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ნამდვილი დამოკიდებულებების შესახებ ქართული კულტურის კორიფეებთან კი ჯერ კიდევ გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს გავიგე და ძალიან განვიცადე...

ის მთლიანად სააკაშვილისგან იმართება. მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ქართულ ოცნებასთან" ფლირტი არ გამოვიდოდა, გადაწყვიტეს ღია თამაში და საკუთარი თავის ახალ, მესამე ძალად წარმოჩენა. ამით თავისთან მიიტყუეს ბევრი გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი. მოსახდენი უნდა მომხდარიყო და საბოლოოდ დიდმა ბორის გოდუნოვმა" ოდესაში წინასწარ დაწერილი გეგმის განხორციელება დაიწყო და მიიერთა ნაცმოძრაობის" ორი ფლორისტული ფრთა - გირჩი და სტაფილო, რითაც პრაქტიკულად ნაცმოძრაობა-2" შექმნა.

კაცი, რომელმაც ვერცერთ კრიტიკულ შეკითხვას მისი საქველმოქმედო საქმიანობის" ფინანსური დეტალების შესახებაც კი პასუხი ვერ გასცა და რომელიც გვაოცებს თავისი ფსევდორელიგიური, მარაზმატიკული, შოვინისტური და მავნე აზროვნებით, დღემდე დაბეჯითებით ლამობდა ჩვენთვის პრემიერად მოვლინებას". ვფიქრობ, იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ დღეს მაინც ხედავდეს, რა ქაქშიც აღმოჩნდა საკუთარი დიდი მეცადინეობით.

დავანებოთ თავი ჩემს შეფასებებს.

აი, ნახეთ, რას წერენ მასზე სხვები:

 

„პაატა ქურდაძე:

ახლა პირველად ვუყურე პაატა ბურჭულაძის ინტერვიუს იმედზე". უნდა გითხრათ, რომ ეს კაცი ჩამოყალიბებული მეგალომანიაკია, ამდენი მე" არც ერთი სხვა პოლიტიკოსისგან არ გამიგია. კოალიციის ლიდერს კი არა, თავისივე ბორის გოდუნოვს გავს, რომელმაც უმაღლეს ძალაუფლებას მიაღწია" ( Достиг я высшей власти!) მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებამდე... კოალიციის პარტიები მაგრად მკიდია, მე ჩემთან მოვიყვანე პიროვნებებიო - ზურა ჯაფარიძე და ვაშაძეო.. მოკლედ, რაღაც ყვარყვარესა და გოდუნოვს შორისაა... მართლა არ მესმის, ამას ხმა როგორ უნდა მისცე ნორმალურმა ადამიანმა, ან როგორ შეიძლებოდა საერთოდ ამ კაცის პოლიტიკურ გაერთიანებაში თუ პარტიაში შესვლა, თუ თავად ავანტიურისტი არა ხარ. ამიტომ არავის არ თანავუგრძნობ, ვინც გადაგდო, და კიდევ გადააგდებს, მხოლოდ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე იმდენს იზამს, რომ რაც შეიძლება ცოტა ხმას მიიღებს მისი საოცარი ფეოდალური კოალიცია.

არადა, მართლა რა კარგად მღეროდა".

 

P.S.

მე დიდი ხანია, 1993 წლის შემდეგ არც მისი სიმღერის მოსმენა მინდოდა უკვე. სულ თითიდან გამოწოვილი და კგბ- მიერ შექმნილი იყო მისი იმიჯი სსრკ- დროს და მაინც ყველას გვიხაროდა, რადგან ქართველი იყო და ჩვენი გვეგონა.." - წერს ზვიად კვაჭანტირაძე „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner