„ნატა ფერაძე არის უბრალოდ გამხმოვანებელი. პატრონები რასაც ავალებენ, ეუბნებიან, იმას აკეთებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პოლიტიკოსი სამოქალაქო აქტივისტის სამების საკათედრო ტაძართან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ნატა ფერაძე არის უბრალოდ გამხმოვანებელი. პატრონები რასაც ავალებენ, ეუბნებიან, იმას აკეთებს. საზოგადოებამ რომ იცოდეს, ამ რადიკალებს ყველას ერთი პატრონი ჰყავს. არ არის ახალი ის, რომ ეს ადამიანები ებრძვიან სარწმუნოებას, ეკლესიას, ქვეყნის მომავალს. ებრძვიან იმას, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკურად განვითარება, წინსვლა. ამ ყველაფერს ებრძვიან, რადგან უსამშობლო ადამიანები არიან. მათ სამშობლოს სიყვარული არ გააჩნიათ“, - აღნიშნა კალაძემ.