logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიცია, სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეს იცის საზოგადოებამ
- +

18 იანვარი. 2024. 14:33

 

 

ახლა, როდესაც ამ 9 ნაბიჯის შესრულების ძირითადი მამოძრავებელი არის მთავრობა, იმიტომ რომ ეს არის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, შეთანხმებული ევროკომისიაში, რადიკალური ოპოზიცია რატომღაც გაურკვევლად ითხოვს, რომ ეს მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, ახალი ფორმატის გამოგონებით, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„პოლიტიკური ინტრიგისათვის და კონკრეტიკისათვის ყოველთვის საინტერესოა ხოლმე კონკრეტული სახელები და გვარები. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მთლიანობაში, თავისი მოცემულობით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, როდის და რა თქვა, იმიტომ რომ თქმის ბევრი ფორმა არსებობს, რითაც შეგიძლია ქვეყნის პოლიტიკური კურსი ეჭვქვეშ დააყენო და ზიანი მიაყენო. მთავარია, რომ რადიკალური ოპოზიცია, სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეს იცის საზოგადოებამ. ახლა, როდესაც ამ 9 ნაბიჯის შესრულების ძირითადი მამოძრავებელი არის მთავრობა, იმიტომ რომ ეს არის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, შეთანხმებული ევროკომისიაში, რატომღაც გაურკვევლად ითხოვენ, რომ ეს მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, ახალი ფორმატის გამოგონებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

ოპოზიციაში საჯარო აღიარება გრძელდება - ვინ მოქმედება ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ქვეყნის ევროპული მომავალის წინააღმდეგ, ამაზე ამჯერად უკვე თაკო ჩარკვიანი საუბრობს. დეპუტატი კონკრეტული პოლიტიკოსის გვარს და პარტიას არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს , რომ სტატუსის მინიჭებას ნამდვილად ეწინააღმდეგებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner