logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება თან საქართველოს წინსვლას გულშემატკივრობდე და თან მხარს უჭერდე ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შანსის გაჩენის გამო ქვეყნის პროგრესს ხელს უშლიდა
- +

18 იანვარი. 2024. 14:45

 

 

არ შეიძლება თან საქართველოს წინსვლას გულშემატკივრობდე და თან მხარს უჭერდე ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლის შანსის გაჩენის გამო ქვეყნის პროგრესს ხელს უშლიდა, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბოლო დროს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმა აღიარეს, რომ მათი კოლეგების ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მუშაობდა.

 

„ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერმა ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ იცოდეს - ვინ რისი შემოქმედია ამ ქვეყანაში, ვინ საით ექაჩება ამ ქვეყანას.

 

ოპოზიციაშიც ხედავენ, რომ ეს იმდენად მძიმე პასუხისმგებლობაა, რომ ამისგან გაქცევის მცდელობებს ბევრი მიმართავს. ოპოზიციის ეს მძლავრი ჯგუფები, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ლელოც“ რა თქმა უნდა, არიან არამც თუ უბრალოდ ეჭვმიტანილები, არამედ დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ის პოლიტიკური ჯგუფებია, რომელთა წევრებიც რეალურად აქტიურად იბრძოდნენ [სტატუსის მიღების წინააღმდეგ]“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

ოპოზიციაში საჯარო აღიარება გრძელდება - ვინ მოქმედება ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ქვეყნის ევროპული მომავალის წინააღმდეგ, ამაზე ამჯერად უკვე თაკო ჩარკვიანი საუბრობს. დეპუტატი კონკრეტული პოლიტიკოსის გვარს და პარტიას არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ სტატუსის მინიჭებას ნამდვილად ეწინააღმდეგებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner